შენგელიას 13 ქულა კაუნასში წაგებულ შეხვედრაში

შენგელიას 13 ქულა კაუნასში წაგებულ შეხვედრაში

ევროლიგაში მეორე ტურის მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“, რომელიც ლიტვას ესტუმრა და კაუნასის „ჟალგირისთან“ შეხვედრა 73:78 დათმო. ვიტორიული გუნდი თითქმის მთელი თამაშის მანძილზე იგებდა, თუმცა საბოლოოდ მიზანს ვერ მიაღწია.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 21:20 წუთი გაატარა. თორნიკე, სავარაუდოდ, მეტს ითამაშებდა, თუმცა შეხვედრის საწყის წუთებზე 3 პერსონალური  ჯარიმა მოუგროვდა და მოედნიდან გაიხმეს.
  თორნიკემ 7-დან 3 ორქულიანი, სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 13 ქულას კი 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. ქართველმა ფორვარდმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3-ჯერ დაუფარეს, 4-ჯერ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა. ესპანური გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანები უნგრელი ადამ ჰანგა (18) და იტალიელი ანდრეა ბარნიანი (17) იყვნენ, “ჟალგირისს” კი ფრანგმა ლეგიონერმა ლეო ვესტერმანმა ულიდერა 20 ქულით.
ევროლიგის შემდეგი ტურის მატჩს „ბასკონია“ 25 ოქტომბერს, შინ მადრიდის „რეალთან“ გამართავს.