თორნიკე შენგელიას კარგი თამაშის მიუხედავად „ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის მორიგი ტურის მატჩი მილანში, „”ემპორიო არმანისთან” წააგო – 85:99.
შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და სტუმართა რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (20) ჰქონდა. თორნიკემ მოედანზე 25:43 წუთი დაჰყო და 14 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
ქართველმა ფორვარდმა 6-დან 5 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. შენგელიამ საბოლოოდ საკუთარ გუნდში საუკეთესო შედეგი აჩვენა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 ერთეული შეადგინა.
“ლაბორალ კუჩას” რიგებში 10-ქულიან ზღვარს დარიუს ადამსი (18), ფაბიენ კოსიე (17), მაიკ ჯეიმსი (11) და ფერნანდო სან ემეტერიოც (11) ასცდნენ, ლატვიელმა დავის ბერტანსმა კი უკვე 3 წუთის თავზე მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანი სხვათა დახმარებით დატოვა.
მეორე ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. ბოლოსწინა ტურში, 2 პრილს ვიტორიელები „ფენერბაჰჩეს” უმასპინძლებენ. პლეი ოფში ჯგუფის 4 საუკეთესო გუნდი გადის, რომელთაგან 3 საგზური უკვე დაკავებულია შენგელიას გუნდს დარჩენილ 2 მატჩში სტამბოლის „ეფესის” ძლევა მართებს
F ჯგუფი
მოგება
წაგება
ჩაგდებული
მიღებული
+/-
ფენერბაჰჩე
10
2
967
868
99
ცსკა
10
2
1063
965
98
ოლიმპიაკოსი
9
3
928
861
67
ეფესი
5
7
944
971
-27
ლაბორალ კუჩა
5
7
978
995
-17
ემპორიო არმანი
4
8
926
1019
-93
ნიჟნი ნოვგოროდი
3
9
976
1014
-38
Uუნიკახა
2
10
892
981
-89