თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის” მე-11 ტურში “ბრეგანი” ისტუმრა და დამაჯერებლად – 100:78 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა ტრადიციულად სოლიდური წვლილი შეიტანა ვიტორიელთა გამარჯვებაში.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25:28 წუთი გაატარა. თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 7-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 17 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. შენგელიამ ბურთი 1-ჯერ დაკარგა და 1 ჯარიმა მიიღო, მასზე კი მეურვეები 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შენგელიას შედეგიანობით მხოლოდ ილიმანე დიოპმა აჯობა, რომელმაც თამაშიდან ნასროლი 7-ივე სროლა, მათ შორის 1 სამქულიანი ჩააგდო. საბოლოოდ აფრიკელმა ცენტრმა 20 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა და მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
9 მოგებითა და 2 მარცხით “ბასკონია” მადრიდის “რეალთან”ერთად 2-3 ადგილებს იყოფს. პირველზე კი “ბარსელონაა”, რომელსაც 9 მოგება და 1 წაგება აქვს და ამ ტურის მატჩს დღეს, გვიან ღამით საქართველოს ნაკრების წევრის, თად მაკფადენის “იბეროსტართან” ჩაატარებს.