შენგელიას 17 ქულამ მურსიაში მოსაგებად არ იკმარა

შენგელიას 17 ქულამ მურსიაში მოსაგებად არ იკმარა

თორნიკე შენგელიამ მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი ირადი მონაგარი საკმარისი არ აღმოჩნდა მოსაგებად. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრა “ბასკონიამ” სტუმრად, “მურსიასთან” წააგო – 67:78.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 29:46 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. შენგელიამ 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 10-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 4 ბურთი არ დაუკარგავს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, რაც მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

“ბასკონიამ” 8 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. შენგელიას გუნდი ესპანურ ლიგაში მომდევნო მატჩს 3 იანვარს, შინ, ლიდერ მადრიდის “რეალთან” ჩაატარებს.