შენგელიას 19 ქულა და MVP-ის ტიტული ესპანეთის ლიგის გახსნით მატჩში

შენგელიას 19 ქულა და MVP-ის ტიტული ესპანეთის ლიგის გახსნით მატჩში

თორნიკე შენგელიამ სეზონი MVP-ის ტიტულით და გამარჯვებით გახსნა. მისმა ბასკონიამ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ACB ლიგა) პირველ ტურში ესტუდიანტესს უმასპინძლა და მეტოქეს 23 ქულის სხვაობით, 105:82 მოუგო. ბასკონია უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა. ვიტორიელებმა 4-დან 3 მეოთხედი მოიგეს.

მატჩის MVP თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 19 ქულა, 5 მოხსნა და 3 გადაცემა დააგროვა. მან 11-დან 7 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. შენგელიამ 5-დან 4-ჯერ ბურთი საკუთარ ფარზე მოხსნა.

ბასკონია ბურთების უკეთესი სხვაობის გამო პირველ ადგილზეა და მეორე ტურში, 29 სექტემბერს, სტუმრად ბარსელონას შეხვდება.