შენგელიას 20 ქულა, MVP-ის ტიტული და ვირტუსის გამარჯვება მიუნხენში

შენგელიას 20 ქულა, MVP-ის ტიტული და ვირტუსის გამარჯვება მიუნხენში

თორნიკე შენგელიას წყალობით ვირტუს ბოლონიამ ევროლიგაში გამარჯვების გემო გაიხსენა. 22-ე ტურში ბოლონიელები ბაიერნს ესტუმრნენ და მეტოქე 10 ქულით დაამარცხეს – 82:72. 

თორნიკე შენგელია მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. მან MVP-ს ტიტული ბრწყონვალე და შედეგიანი თამაშით დაიმსახურა. თორნიკემ პარკეტზე 28:08 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. შენგელიამ 11-დან 7 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბასკონიას გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მასპინძლებს 20 ქულით ტიმოთი ლუვავუ კაბარომ ულიდერა.

ვირტუს ბოლონიას მიმდინარე სეზონში 7 მოგება და 15 მარცხი დაუგროვდა. შენგელიას გუნდი 18-გუნდიან ევროლიგაში მე-16 ადგილზეა და მომდევნო ტურში მანუჩარ მარკოიშვილის მონაკოს შეხვდება.