თორნიკე შენგელია თან ფორმას იღდგენს და თან ფინალისკენ მიიწევს. ესპანურ „ლაბორალ კუჩას“ ქართველმა ფორვარდმა 2 აქამდელ მატჩში ჯამში 5 წუთი ითამაშა, დღეს კი, „გრან კანარიასთან მეოთხედფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტ შეხვედრაში 6 წუთით გამოჩნდა მოედანზე და 5 ქულით ვიტორიელთა გამარჯვებაში საკუთარი წილი დაიდო.
შენგელას მენისკის ოპერაციის შემდეგ 3-თვიანი რეაბილიტაცია დასჭირდა და მოედანს ახლახანს დაუბრუნდა, თუმცა, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ტრავმის შემდეგ ფორმაში შედის და მოედანზე მცირე ხნით გადის. როგორც ვთქვით, ქართველმა ფორვარდმა კანარელებთან 6 წუთში 5 ქულა ჩააგდო – 3-დან 3 საჯარიმო და 3-დან 1 ორიანი მიითვალა, 1 სამიანი კი ააცილა.
ვიტორიელებმა საბოლოოდ 78:71 დაამარცხეს „გრან კანარია“ და მომდევნ ეტაპზე – ნახევარფინალში გავიდნენ. გამარჯვებულებს 17 ქულითა და 11 მოხსნით იანის ბურუსისმა ულიდერა. 12 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა ადამ ჰანგას ანგარიშზე.
„ლაბორალ კუჩა“ ნახევარფინალურ სერიაში „ბარსელონას“ შეხვდება.