შენგელიას 6 ქულა “გალათასარაისთან 1ქულით გამარჯვებაში

შენგელიას 6 ქულა “გალათასარაისთან 1ქულით გამარჯვებაში

დრამატული მატჩი მოიგო თორნიკე შენგელიას გუნდმა ევროლიგაში. „ლაბორალმა“ ვიტორიაში სტამბოლის „გალათასარაის“ უმასპინძლა და 1 ქულის სხვაობით – 91:90 დაამარცხა.
მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე თურქული კლუბი 84:78 იგებდა, თუმცა მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და 10:0 გაქცევის შემდეგ 88:84 დაწინაურდნენ. სტამბოლელებმა მაინც მოახერხეს დაწინაურება – კარლოს აროიომ ჯერ სამიანი ჩააგდო, ხოლო ბოლო წუთზე საჯარიმოთი „გალათასარაი“ 90:89 გაალიდერა.
გადამწყვეტი სიტყვა ამერიკელმა კოლტონ აივერსონმა თქვა, რომელმაც დასრულებამდე რამენიმე წამით ადრე ორქულიანი ჩააგდო და ვიტორიელები 91:90 დააწინაურა. სტამბოლელებმა განწირული სამქულიანი ააცილეს და ბასკურმა გუნდმა ევროლიგაში მეორე გამარჯვება იზეიმა.
თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 18 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. შენგელიამ 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. გამარჯვებულთაგან საუკეთესო ტომას უერტელი იყო 17 ქულით და 8 პასით, კოლტონ აივერსონმა კი 14 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა.
ცხრილს ქვემოთ ნახავთ, მომდევნო მატჩს კი ვიტორიელები 7 ნოემბერს, სტუმრად „ვალენსიასთან“ გამართავენ.

D ჯგუფი

ჩაგდებული

მიღებული

+/-
ოლიმპიაკოსი

3

0

219

206

13
ცედევიტა

2

1

233

214

19
ლაბორალ კუტჩა

2

1

236

222

14
გალათასარაი

1

2

229

231

-2
ნეპტუნასი

1

2

233

254

-21
ვალენსია

0

3

195

218

-23