თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩამ“ ევროლიგის ტოპ-16-ში საშინაო მარცხი განიცადა. მეორე ჯგუფური ეტაპის გასვლითი გამარჯვებით დაწყების შემდეგ ვიტორიელებმა ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლეს და 76:82 დამარცხდნენ.
შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გახლდათ, თუმცა მოედანზე 16:37 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 7 ქულას და თითო მოხსნა-ჩაჭრას მოუყარა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ერთადერთი სამიანი კი ააცილა. თორნიკემ ბურთი 1-ჯერ დაკარგა, 3 ჯარიმა მიიღო და მეტოქეებიც მასზე ამჯენჯერვე დაჯარიმდნენ.
თორნიკეს ჩათვლით ვიტორიელთაგან 5-მა კალათურთელმა მოაგროვა 7-7 ქულა, ხოლო ბოლმბარდირი 16 ქულით მაიკ ჯეიმსი გახდა. მარგი ქმედების კოეფიციენტით საუკეთესო კი ესპანური კლუბის ბერძენი ლეგიონერი იანის ბურუსისი გახლდათ – 12 ქულა და 7 მოხსნა. გამარჯვებულებს 19 ქულით ვასილის სპანულისმა ულიდერა, ოტელო ჰანტერმა კი „ოლიმპიაკოსს“ 17 ქულა მიაშველა.
შენგელიას გუნდს თითო მოგებ-წაგება აქვს და შემდეგ ტურში, 14 იანვარს მოსკოვში „ხიმკის“ ეთამაშება.