შენგელიას 7 ქულა და “უნიკახასთან” 2 ქულით წაგებული მატჩი

შენგელიას 7 ქულა და “უნიკახასთან” 2 ქულით წაგებული მატჩი

დაძაბულ ბრძოლაში, 2 ქულით წაგებული მატჩი. თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩამ“ მალაგაში, „უნიკახასთან“ დასანანი მატჩი დათმო – 74:76.
შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 14:49 წუთი იმყოფებოდა. ამ მცირე დროში თორნიკემ 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
წაგების მიუხედავად, შენგელიას გუნდმა ესპანეთის პრიმერადივიზიონში მე-9 ადგილი სეინარჩუნა. ვიტორიულ კლუბს 8 მოგება და 9 მარცხი გააჩნია. მორიგი მატჩი „ლაბორალ კუჩას“ 8 თებერვალს, შინ „გრან კანარიასთან“ ელის.