შენგელიას 8 ქულა “ლაბორალ კუჩას” მარცხიან მატჩში

შენგელიას 8 ქულა “ლაბორალ კუჩას” მარცხიან მატჩში

თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩამ“ ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. ბასკურ დერბიში ვიტორიული გუნდი ბილბაოში „დომინიონს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 83:89 დამარცხდა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17 წუთი გაატარა. შენგელიამ 4-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში მის ანგარიშზე 8 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა. აღსანიშნავია, რომ ვიტორიელებმა მეტოქეზე 11-ით ბევრი ბურთი დაკარგეს, რაც წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ივიტორიელებმა მეტოქეზე 11-ით ბევრი ბურთი დაკარგეს, რაც წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.
7 მოგებითა და 3 მარცხით „ლაბორალ კუჩა“ ცხრილში მე-4 ადგილზე განთავსდა. მომდევნო ტურში, 20 დეკემბერს, ვიტორიელები „სევილიას“ უმასპინძლებენ.