წოდებული დუბლიორთა გუნდი “სპრინგფილდი” სტუმრად “რენო ბიგჰორნს” შეხვდა და დიდი სხვაობით – 79:121 დამარცხდა.
ქართველი ფორვარდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში D-ლიგაში მესამე მატჩი ითამაშა, შედარებით მოკრძალებული იყო. დეკემბრის ბოლოს ჩატარებულ 2 მატჩში შენგელია საშუალოდ 17 ქულას აგრვებდა, დღეს, გამთნიისას გამართულ შეხვედრაში კი 9 ქულას დასჯერდა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27.22 წუთი გაატარა. თორნიკემ 8-დან 3 ორქულიანი და 4-დნ 3 საჯარიმო ჩააგდო. 9 ქულათან ერთად შენგელიამ 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მოაგროვა, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 5-ჯერ დაკარგა. სპრინგფილდელთა შორის 20 ქულით საუკეთესო დენის ჰორნერი იყო.
4 მოგებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთის დივიზიონში “სპრინგფილდი” მე-4 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა სპრინგფილდელებს ხვალ, გამთენიისას, ისევ სტუმრად, “აიოვასთან” ელის.