შენგელიას “ბასკონია” ესპანეთის ჩემპიონატს სენსაციურად გამოეთიშა

შენგელიას “ბასკონია” ესპანეთის ჩემპიონატს სენსაციურად გამოეთიშა

ესპანეთის პირველობაზე მეოთხედფინალური სერია წარუმატებლად დასრულდა თორნიკე შენგელიას “ბასკონიასთვის”. ბასკები ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტებად ითვლებოდნენ და “სარაგოსასთან” მოედნის უპირატესობაც ჰქონდათ, თუმცა ჯერ შინ წააგეს, 2 ივნისს კი სტუმრად დათმეს – 69:76.

მეორე შეხვედრაში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “სარაგოსამ” 27:14 მოიგო.

ბასკების კაპიტანი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, 26 წუთი ითამაშა და 12 ქულას 4 მოხსნა და 3 პასი მიამატა. თოკომ ქულების ნახევარი სამიანებით მოაგროვა: 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი, 5-დან 2 საჯარიმო.

მის გუნდში ყველაზე მეტი, 14 ქულა ჯეისონ გრეინჯერს ჰქონდა. “სარაგოსას” წარმატება კი მნიშვნელოვნად განაპირობა ნემანია რადოვიჩმა, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო.