შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გააღწია

შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გააღწია

თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ვიტორიულმა კლუბმა მეოთხედფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტ მატჩში დაძაბულ ბრძოლაში – 73:71 სძლია „გრან კანარიას“ და პლეი ოფის მომდევნო რაუბდში გააღწია.

შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 11:58 წუთში მეტოქის ფარისთვის საერთოდ არ შეუტევია. ქართველ ფორვარდს აქტივში 2 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება ჰქონდა, პასივში კი 3 პერსონალური ფოლი და 5 დაკარგვა. მასპინძელთაგან 10 და მეტი ქულა ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანი კი ფრანგი ფორვარდი კიმ ტილი იყო 14 ქულით.
„ბასკონიას“ მეტოქე ნახევარფინალში „ვალენსია“ იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში საერთო ანგარიშით – 2:1 სძლია „ბარსელონას“. ნახევარფინალიდან სერია 3 მოგებამდე გრძელდება. მოედნის უპირატესობა კი შენგელიას გუნდს ექნება.
დღსვე გაიმართება მადრიდის „რეალისა“ და „ანდორას“ გადამწყვეტი მეოთხედფინალური მატჩი. გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის გუნდი ამეფო კლუბს მადრიდში დაუპირისპირდება.