შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგის პლეი ოფი მოსკოვში მარცხით დაიწყო

შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგის პლეი ოფი მოსკოვში მარცხით დაიწყო

ევროლიგის პლეი ოფი დაიწყო. თორნიკე შენგელიას “ბასკონია”, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა, მეორეადგილოსან ცსკას ხვდება. რუსულ კლუბს მოედნის უპირატესობა აქვს და სერიის საწყის 2 მატჩს მასპინძლობს. პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართა და არმიელთა დამაჯერებელი უპირატესობით – 94:68 დასრულდა.

ბასკონიელებმა მხოლოდ პირველი პერიოდი მოიგეს, ისიც 1 ქულით (24:23), რის შედეგაც უპირტესობას არმიელები დაეუფლნენ და შეხვედრა ისე ჩაამთავრეს, ესპანური კლუბი ახლოს არ მიუშვიათ. შენგელია სათადარიგო იყო და მოედანზე 18:54 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითალა, ბურთი კი 1-ჯერ დაკარგა. 

სერია 3 მოგებამდეა, მომდევნო შეხვედრა კი 18 აპრილს ისევ მოსკოვში გაიმართება.