შენგელიას გარეშე „ლაბორალ კუჩამ“ პირველი მატჩი მოიგო

თორნიკე შენგელიას „ლბორალ კუჩამ” მორიგი მატჩი გამართა. ვიტორიელებმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ანდორას” უმასპინძლეს და იოლად – 89:74 დაამარცხეს. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართელ ფორვარდს, რომელმაც წინა ტურში ბილბაოელ დეიან ტოდოროვიჩთან იჩხუბა და დისკვალიფიცირებულია.
შენგელიასთვის სანქცია ჯერ არ გამოუტანიათ, თუმცა ინციდენტის შემდეგ ჩემპიონატის პირველივე მატჩი გამოტოვა. სავარაუდოდ, ლიგის დისციპლინარები შენგელიას ამ კვირაში გამოუტანენ სასჯელს.
„ანდორასთან” წარმატებული მატჩის შემდეგ ვიტორიულ გუნდს 12 მოგება და 11 მარცხი აქვს, ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 15 მარტს, შინ, „ხუვენტუდთან” გამართავს.