შენგელიას გარეშე “ლაბორალმა” “ბარსელონასთან” სუპერთასზე უიმედოდ წააგო

თორნიკე შენგელიას გუნდმა ესპანეთის საკალათბურთო სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი გამართა და მწარე მარცხი იწვნია. „ლიგა ენდესად“ წოდებული უმაღლესი დივიზიონის სუპერთასის გასათამაშებლად ესპანეთის 4 საუკეთესო გუნდი შეიკრიბა. ნახევაფინალში მადრიდის „რეალმა“ „ვალენსია“ 89:76 დაამარცხა, ხოლო „ბარსელონამ“ „ლაბორალ კუტხას“ 95:66 მოუგო.
შენგელიას არ უთამაშია. ის იმ ტრავმას მკურნალობს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 27 აგვისტოს, პორტუგალასთან მატჩში მიიღო. ქართველმა ფორვარდმა კარგა ხანია, ყავარჯნები გადააგდო და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ის სავარაუდოდ 2 კვირაში დაუბრუნდება მოედანს.