ცოტა დააკლდა თორნიკე შენგელიას „შარლერუას“, რომ ევროლიგაში მეორე გამარჯვება მოეპოვებინა. ბელგიურმა კლუბმა შინ იტალიურ „არმანი ჯინსს“ უიმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 76:81 წააგო.
ბოლო მეოთხედში შარლერუელები 61:53 იგებდნენ, თუმცა შემდეგ იტალიურმა კლუბმა პრესინგს მიმართა, შორიდან სროლებიც წაუვიდა და ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი გასამარჯვებლად საკმარისი ლიდერობაც მოიპოვა.
შენგელიამ მოედანზე 17:01 წუთი გაატარა და ბელგიურ კლუბს 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი შესძინა. მასპინძელთა თავკაცმა მანამდე კარგად მოთამაშე ქართველი ფორვარდი დასკვნით მეოთხედში მოედანზე მხოლოდ ბოლო ოც წამს გაიყვანა.შენგელიამ 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ოთხჯერ დაჯარიმდნენ. “შარლერუას” რიგებში საუკეთესო ამერიკელი დემონდ მალე გახლდათ, რომელმაც 33 წუთში 21 ქულა მიითვალა.
„შარლერუას“ 1 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩს შენგელიას გუნდი თელ ავივში „მაკაბის“ წინააღმდეგ გამართავს.