შენგელიას გუნდმა ევროლიგის მატჩი ლიტვაში 1 ქულით წააგო

შენგელიას გუნდმა ევროლიგის მატჩი ლიტვაში 1 ქულით წააგო

დასანანი მატჩი წააგო ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუტჩამ“. ესპანური გუნდი ლიტვის „ნეპტუნასს“ ესტუმრა და შეხვედრა 1 ქულის სხვაობით – 79:80 დათმო.
შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 13:10 წუთი დაჰყო. მცირე დროში თორნიკემ 4 ქულის და 1 მოხნის მითვლა მოასწრო. მან 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.
ვიტორიელებს ტომას უერტელმა 31 ქულით ულიდერა თუმცა მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს. მასპინძლებმა ესპანურ გუნდს გამარჯვება ბოლო წამენზე აართვეს და 3-3 მოგებ-წაგებით ჯგუფიდან გასვლის რეალური კანდიდატები არიან.
შენგელიას გუნდს 2 მოგების წილ 4 მარცხი აქვს და ბოლოსწინა, მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩი ვიტორიელებს 27 ნოემბერს, შინ „ოლიმპიაკოსთან“ ელით.