თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის ახალგამომცხვარი ჩემპიონი დაამარცხა. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ, ბოლოსწინა ტურში ვიტიელებმა მადრიგის „რეალს” უმასპინძლეს და ანგარიშით 94:81 დაამარცხეს.
ეს გამარვება უმნიშვნელოვანესი იყო ბასკური გუნდისთვის, რომელმაც პლეი ოფში თამაში გაინაღდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო მეოთხედში მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა.
შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 22:25 წუთი გაატარა. თორნიკემ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 8 ქულა შეადგინა. გარდა ამისა, ქართველმა ფორვარდმა 3 მოხსნაც მიითვალა. საუკეთესო შედეგი კი ფერნანდო სან ემეტერიომ დააფიქსირა, რომელმაც მადრიდელებს 26 ქულა ჩაუგდო.
18 მოგებითა და 15 მარცხით „ლაბორალ კუჩა” მე-7 ადგილზეა. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში შენგელიას გუნდი სტუმრად მონბუსს ეთამაშება.