შენგელიას გუნდმა უმნიშვნელოვანეს და დრამატულ მატჩში ოლიმპიაკოსი დაამარცხა

შენგელიას გუნდმა უმნიშვნელოვანეს და დრამატულ მატჩში ოლიმპიაკოსი დაამარცხა

თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩამ” საერივით საჭირო გამარჯვება მოიპოვა. ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპიდან პლეი ოფში გასასვლელად მებრძოლი ესპანური გუნდი ცხრილში მე-5 ადგილზე იყო, მინის მისაღწევად კი საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა მართებს.
შენგელიას გუნდმა ჯგუფის ლიდერ „ოლიმპიაკოსს” უმასპინძლა და დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში 1 ქულის სხვაობით – 74:73 დაამარცხა.
ქართველი კალათბურთელი მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო და 21:56 წუთში 5 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. თოკომ 6-დან 1 ორქულიანი და 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ლაბორა კუჩას” რიგებში საუკეთესო მაიკ ჯეიმსი იყო 17 ქულით, 6 მოხსნით და 5 ჩაჭრით, “ოლიმპიაკოსს” კი, რომელსაც ლიდერი ვასილის სპანულისი აკლდა, პრინტეზისმა (15) და ჰანტერმა (14) ულიდერეს.
შენგელიას გუნდმა 5 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და თურქული “ანადოლუ ეფესის” დევნას განაგრძობს. “ლაბორალ კუჩა” სტამბოლელებთან ერთად F ჯგუფში მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს, პლეი-ოფში კი საუკეთესო ოთხეული გავა.
შენგელიას გუნდის შემდეგი მეტოქე ჯგუფის აუტსაიდერი „ემპორიო არმანია”. ვიტორიელები ამ გუნდს მილანში, 26 მარტს შეხვდებიან.