შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” სტუმრად იმარჯვა

შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” სტუმრად იმარჯვა

თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩა“ სეზონის მძიმედ დაწყების შემდეგ მაღლა მიიწევს. ვიტორიულმა გუნდმა ესპანეთის პრიმერადივიზიონში მორიგი მატჩი გასვლაზე მოიგო – „მანრესას“ 71:64 სძლია.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მთლიანობაში 15 წუთი გაატარა. შენგელიამ 2 ორქულიანი ააცილა და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ თორნიკემ 1 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
ლაბორალელთაგან 22 ქულით საუკეთესო მაიკ ჯეიმსი გახდა, ხოლო ფაბიენ კოსიემ და კიმ ტილიმ პირად ანგარიშზე 13-13 ქულა ჩაიწერეს.
„ლაბორალ კუჩამ“ პრიმერადივიზიონის ცხრილში მე-7 ადგილზე აინაცვლა. ვიტორიულ გუნდს 11 მოგება და 10 მარცხი აქვს. მორიგი მატჩი შენგელიას გუნდს 1 მარტს ბილბაოში, ადგილობრივ „ბილბაო ბასკეტთან“ ელის.