შენგელიას MVP-ის ტიტული და გამარჯვება “მანრესასთან”

შენგელიას MVP-ის ტიტული და გამარჯვება “მანრესასთან”

თორნიკე შენგელიას მორიგი წარმატებული მატჩი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში. ქართველი ფორვარდის „ბასკონიამ“ მორიგ ტურში „მანრესას“ უმასპინძლა და 82:69 იმარჯვა. შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. სარგებლიანობის კოეფიციენტით ქართველი ფორვარდი მატჩი საუკეთესო იყო, მთლიანად ტურში კი სამ საუკეთესოთა შორის მოხვდა.

შენგელია სასტარო ხუთეულში იყო და 25 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.  თოკომ 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და რაც ყველაზე საყურადღებოა, 8-ვე საჯარიმო ზუსტად სტყორცნა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 22-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ისიც ვთქვათ, რომ ბასკურ კლუბში 10-ქულიან ზღვარს სლოვენიელი იაკა ბლაჟიჩი (17), უნგრელი ადამ ჰანგა (14) და გერმანელი იოჰან ვოიგტმანი (11) ასცდნენ.
“ბასკონიამ” 5 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 13 ნოემბერს გამართავს, როდესაც ტურის ცენტრალურ მატჩში “ვალენსიას” ესტუმრება.