შენგელიას ორმაგი დუბლი და ვირტუსის დასანანი მარცხი ოვერტაიმში

შენგელიას ორმაგი დუბლი და ვირტუსის დასანანი მარცხი ოვერტაიმში

თორნიკე შენგელიამ მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა, მაგრამ მისი ჩინებული თამაშის მიუხედავად, ვირტუს ბოლონია დამარცხდა. ეს მოხდა იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში, რომელშიც ვირტუსი სტუმრად პესაროს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით – 86:87 დამარცხდა.

ბოლონიელები ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ ბოლო წამებზე 3-ქულიანი მიიღეს, რის გამოც ოვერტაიმი დაინიშნა. იქაც, ყველაფერი ქულა-ქულაში მიდიოდა, მაგრამ საბოლოოდ, პეზარომ მაინც მოიგო

შენგელიამ 29 წუთში ორმაგი დუბლი მიითვალა – 16 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო.

პეზაროს შემადგენლობაში საუკეთესო ამერიკელი ლეგიონერი მარკის მაკდაფი იყო (23 ქულა, 8 მოხსნა), ანდრეა ჩინჩარინიმ 19 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი დააგროვა, ხოლო ვირტუსში მარკო ბელინელი გამოირჩა 18 ქულით.

ვირტუს ბოლონია იტალიის ჩემპიონატში დამაჯერებლად ვერ თამაშობს, რის გამოც მხოლოდ 16 მოგებით და 7 წაგებით მესამე ადგილზეა. ლუკა ბანკის გუნდი მომდევნო ტურში 25 მარტს, ბრეშას, რომელიც ლიდერია, სტუმრად დაუპირისპირდება.