ზედიზედ მეორე საევროლიგო შეხვედრაში დასანანი მარცხი იწვნია იტალიურმა „კანტუმ“, რომლის ღირსებასაც მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი იცავენ. კანტუელებმა ბოლოსწინა ტურში დამატებით დროში „ფენერბაჰჩესთან“ წააგეს, ახლა კი ფრანგულ „ნანსისთან“ შეხვედრა 1 ქულით – 75:76 დათმეს.
კარგად გაისარჯნენ ქართველი ლეგიონერები. მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23:38 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა 7 ცდიდან 5 ორქულიანი ჩააგდო, ორივე სამიანი კი ააცილა. ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მარკოიშვილზე მეტ ხანს ითამაშა გიორგი შერმადინმა. ქართველმა ცენტრმა 26 წუთში 9 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 4-დან ოთხივე ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმოდან კი 1 ააცილა.
კანტულებს 3 მოგება და ამდენივე მარცხი აქვთ, ისევე როგორც „ნანსის“, “ოლიმპიაკოსს” და „ფენერბაჰჩეს“. მომდევნო შეხვედრას იტალიური გუნდი 1 დეკემბერს შინ ჯგუფის ლიდერ „კახა ლაბორალთან“ გამართავს.
კახა ლაბორალი 4 2 490 478 10
ოლიმპიაკოსი 3 3 463 454 9
კანტუ 3 3 449 443 9
ფენერბაჰჩე 3 3 473 479 9
ნანსი 3 3 486 494 9
ბილბაო 2 4 458 471 8
თორნიკე შენგელიას „შარლერუამ“ ღირსეული წინააღმდეგობა მადრიდში „რეალს“ და ბოლო წუთებზე 4 ქულის სხვაობით – 89:93 დამარცხდა. შესანიშნავად ითამაშა შარლერუელთა ქართველმა ფორვარდმა, რომელიც ტრადიციულად ხუთეულში იყო და მოედანზე 20 წუთი გაატარა.
შენგელიამ 3–დან 2 ორქულიანი, 4–დან 2 სამიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო, შესაბამისად 11 ქულა დააგროვა, რასაც 5 მოხსნა 1 პასი და 1 ჩაჭრაც მოაყოლა. შარლერუელთა შორის ბომბარდირი ამერიკელი კრლის ჰილი გახდა 18 ქულით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი „რეალის“ შავკანიანი ცენტრი, სერჟ იბაკა გახდა – 12 ქულა, 9 მოხსნა, 5 დაფარება.
„შარლერუას“ 6 მატჩიდან მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს და C ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას შენგელიას გუნდი 30 ნოემბერს შინ „ეფესთან“ გამართავს, რომელიც პირველ წრეში თურქეთში დაამარცხა.
მაკაბი 5 1 473 444 11
რეალი 4 2 543 495 10
ეფესი 3 3 448 448 9
პარტიზანი 3 3 437 446 9
არმანი 2 4 443 459 8
შარლერუა 1 5 461 513 7