შერმადინი 10 ქულა და მარცხი კანარის კუნძულებზე

შერმადინი 10 ქულა და მარცხი კანარის კუნძულებზე

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” მორიგი მატჩი წააგო. ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში მალაგელები სტუმრად შეხვდნენ “გრან კანარიას”, რომელთანაც 76:85 წააგეს.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა პარკეტზე 18:41 წუთი მაინც გაატარა. ხსენებულ დროში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 10 შეადგინა.

„უნიკახას“ 23 ტურის თავზე 14 მოგების წილ 9 წაგება აქვს და მე-6 საფეხურზე იმყოფება. მომდევნო ტურში კი 24 მარტს, „ობრადოიროს“ უმასპინძლებს.