შერმადინი “ანდორაში” მომავალ სეზონშიც ითამაშებს

შერმადინი “ანდორაში” მომავალ სეზონშიც ითამაშებს

გასული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ლეგიონერი, გიორგი შერმადინი კლუბთან კონგტრაქტს აგრძელებს. მართალია, მისი „ანდორა“ ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფში ვერ გავიდა, თუმცა ქართველმა ცენტრმა მატჩში საშუალოდ მოგროვებული 13.1 ქულითა და 6 მოხსნით გუნდის ლიდერი გახლდათ და სეზონის საუკეთესო ანდორელი მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა.
“ჩვენთვის დიდებული ამბავია. გასულ სეზონში შერმადინი ჩინებულად გამოიყურებოდა და გუნდს დიდი სარგებელი მოუტანა. “ანდორაში” ყოფნით გიოც ძალიან ბედნიერია და თანამშრომლობის გაგრძელება სურს” – აღნიშნა ანდორელთა სპორტულმა დირექტორმა ფრანსეს სოლოანამ.

საინტერესოა, რომ შერმადინს კლუბის წარმომადგენლებმა თიკუნი მოუგონეს და მას „შერმინატორად“ მოიხსენიებენ, რისი დასტურიც წარმოდგენილი ფოტო გახლავთ. შერმადინთან ერთად „ანდორასთან“ კონტრაქტი გასული სეზონის კიდევ 5 კალათბურთელს აკავშირებს. ესენი არიან: ალბისი, კოლომი, ნავარო, ბეტო და ვოიდან სტოიანოვსკი.