დასრულდა იტალიის სერია „ა“-ს რეგულარული ჩემპიონატი და პლეი ოფის წყვილებმაც საბოლოო სახე მიიღეს. საუკეთესო 8 გუნდში მოხვდნენ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ გიორგი შერმადინის „კანტუ“ და ჯეიკობ პულენის „ბრინდისი“.
ბოლო ტურში „კანტუმ“ სტუმრად 78:75 დაამარცხა „რომა“ და რეგულარული ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა. რომაელებთან მატჩში შერმადინი სასტარტო ცხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 16 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა, ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
პლეი ოფის მეოთხეფდინალურ სერიაში „კანტუ“ მე-2 ადგილზე გასულ „ვენეციას“ შეხვდება. რაც შეეხება ჯეიკობ პულენის „ბრინდისის“, ამ გუნდმა მე-6 ადგილი დაიკავა და პლეი ოფის პირველ წრეში მესამეადგილოსან „რეჯიო ემილიას“ შეხვდება.
ბოლო ტურის მატჩი „ბრინდისიმ“ სწორედ „რეჯიო ემილიასთან“ სტუმრად ითამაშა და 63:67 დამარცხდა. პულენი სასტარტო იყო და მოედანზე გატარებულ 28 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ის თანაგუნდელ მიკლ ერიკთან ერთად ბრინდილეთაგან საუკეთესო იყო.
პლეი ოფი 18 მაისს დაიწყება.