ვიქტორ სანიკიძემ და გიორგი შერმადინმა ერთობლივად პირველი მატჩი ჩაატარეს ესპანურ „სარაგოსაში“. შეხვედრა ამხანაგური იყო და არაგონელებს მეტოქედ ნაკლები გაქანების გუნდი „კლავიხო“ჰყავდათ, რომელსაც 10 ქულის ხვაობით- 78:68 სძლიეს.
ქართველი კალათბურთელები საუკეთესონი იყვნენ. სასტარტო ხუთეულში გიორგი შერმადინმა ითამაშა, რომელმაც 19წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა თითქმის უშეცდომოდ ესროა, 6-დან 6 ორქულიანიდა 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. საერთო შედეგიანობის კოეფიციენტით (25) მატჩის საუკეთსო სწორედ გიორგი შერმადინი გახდა.
სარაგოსელთა სორის შერმადინის შემდეგ საუკეთესო შედეგი სანიკიძემ დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა მოაგროვა. ვიქტორის ანგარიშზე ასევე 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ. მომდევნო საკონტროლო მატჩს არაგოსელები 27 სექტემბერს, შედარებით სოლიდურ გუნდს „ფუენლაბრადასთან“ გამართავენ.
ამხანაგურიმატჩი გამართა ბექა ბურჯანაძის „კახასომაც“, რომელმაც „ბილბაოს“ 88:81 მოუგო და ამაში ქართველი ფორვარდსაც მიუძღვის წვლილი – ბურჯანაძემ 7 ქულამოაგროვა.