შერმადინი ესპანეთის ლიგის MVP-ის კანდიდატად დასახელდა. მხარი დაუჭირეთ ქართველ ცენტრს!

შერმადინი ესპანეთის ლიგის MVP-ის კანდიდატად დასახელდა. მხარი დაუჭირეთ ქართველ ცენტრს!

გიორგი შერმადინი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. ქართველი ცენტრი ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბ „ანდორას“ ღირსებას იცავს და საშუალოდ მატჩში 12.6 ქულას და 5.8 მოხსნასაგროვებს. შერმადინის წარმატებული თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ლიგა ენდესას (უმაღლესი ლიგის) ხელმძღვანელობას და ქართველი ცენტრი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოგების კანდიდატად დაასახელა.

შერმადინის მხარდაჭერა ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია. ამისათვის საჭიროა Twitter-ში, Facebook-ზე ან Instagram-ზე ესპანეთის ჩემპიონატის Liga Endesa-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გადასვლა და ბმულზე მითითებული ფოტოს კომენტარებში #MVPLigaEndesa-ს და სასურველი კალათბურთელის სახელისა და გვარის დაწერაა საჭირო. ასე რომ, შერმადინის მხარდასაჭერად კომენტარში დაწერეთ – #MVPLigaEndesa Giorgi Shermadini.
გარდა გულშემატკივრებისა, საუკეთესო მოთამაშის გამოვლენაში წონიანი სიტყვა ეკუთვნით ესპანეთის უმაღლესი ლიგის მოთამაშეებს, მწვრთნელებს და ესპანური მას-მედიის წარმომადგენლებს.