შერმადინი ლიუბლიანის

შერმადინი ლიუბლიანის

გიორგი შერმადინი მესამე დღეა, ლიუბლიანაშია, სადაც სლოვენიის ყველაზე ტიტულოვან გუნდ „ოლიმპიაში“ ვარჯიშობს და აი, ყველაფერი გაირკვა: ოლიმპიელებმა შერმადინი გუნდში აიყვანეს. შერმადინი რჩება “პანათინაიკოსის” საკუთრებად. ის “ოლიმპიაში” იჯარის წესით ერთ სეზონს ითამაშებს
 
გიორგი შერმადინს ბერძნულ გრანდში დიდ ხანს თამაში არ უწევდა და იმ კლუბს მიაშურა, სადაც მოედანზე მეტ ხანს ყოფნის შესაძლებლობა ექნება. შერმადინზე დიდ იმედს ამყარებს ლიუბლიანელთა მწვრთნელი იურე ზდოვცი, რომელმაც განაცხადა:
 
– ჩვენი ახალგაზრდა ცენტრისგან ბევრს ველით. “პანათინაიკოსთან” მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და შერმადინი უკვე ლიუბლიანაშია. გიორგი განაცხადში შევიყვანეთ, ახლა მთავარია, მალე ჩაჯდეს სისტემაში. ცენტრის პოზიციაზე პრობლემები გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ შერმადინის დამატების შემდეგ ყველაფერი მოწესრიგდება.
 

 
ქართველი მეფარე “ოლიმპიასთან” ერთად ადრიატიკის ლიგაზე “იგოკეასთან” მატჩისთვის მოემზადება. შეხვედრა 9 ოქტომბერს გაიმართება. 20 ოქტომბერს კი “ოლიმპია” ევროლიგაში ჩაერთვება – “ეფეს პილსენს” დაუპირისპირდება.
 
„ოლიმპიაში“ აქამდე ვლადიმერ ბოისას და მანუჩარ მარკოიშვილს უთამაშიათ, რომლებიც გუნდუის ლიდერის სტატუსით სარგებლობდნენ. იმედია, მესამე ჩვენებურიც ლიდერად მოევლინება სლოვვენიური კალათბურთის სიამაყე „ოლიმპიას“.