შერმადინი მოედანს დაუბრუნდა | ტენერიფეს დასანანი მარცხი სარაგოსასთან

შერმადინი მოედანს დაუბრუნდა | ტენერიფეს დასანანი მარცხი სარაგოსასთან

გულის პრობლემების დაძლევის შემდეგ, გიორგი შერმადინმა პარკეტზე დაბრუნება იზეიმა — სწორედ ამ ჯანმრთელობის მიზეზით გამოტოვა ვეტერანმა ქართველმა ცენტრმა გასული სეზონის ფინიშზე „ტენერიფეს“ 8 შეხვედრა.

ესპანეთის ჩემპიონატის (ACB ლიგის) სადებიუტო ტურში „ტენერიფემ“ „სარაგოსას“ უმასპინძლა და დრამატულ, ნერვების ომში სულ რაღაც ერთი ქულის სხვაობით, 80:81 დათმო მატჩი.

ქართველი გოლიათი ამჯერად სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში. მან მოედანზე გატარებულ 18:34 წუთში საკუთარ აქტივში 5 ქულა და 4 მოხსნა ჩაწერა, რასაც 2 პერსონალური ჯარიმა და 1 დაკარგვაც დაუმატა.

მომდევნო ტურში, 3 ოქტომბერს, შერმადინსა და მის თანაგუნდელებს მალაგაში საკმაოდ პრინციპული დაპირისპირება ელით — გიორგი თავის ყოფილ კლუბს, „უნიკახას“ დაუპირისპირდება.