შერმადინი მოსკოვში “პანათინაიკოსის” ხუთეულში გამოჩნდა

შერმადინი მოსკოვში “პანათინაიკოსის” ხუთეულში გამოჩნდა

სანამ საბერძნეთის ჩემპიონატი დაიწყებოდეს, ათენური გრანდი „პანათინაიკოსი“, რომელშიც გიორგი შერმადინი თამაშობს, მოსკოვში ალექსანდრ გომელსკის თასში მოსინჯავს ძალას. თუმცა პირველივე მატჩის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „პანათინაიკოსი“ ჩემპიონი ვეღარ გახდება.
 
ათენელთა პირველი მეტოქე კაუნასის „ჟალგირისი“ იყო. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ „პანათინაიკოსი“ 70:76 დამარცხდა. შერმადინი ბერძნული გრანდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 16,19 სათამაშო წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარების გაკეთება მოასწრო.
დღეს მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში “პანათინაიკოსის” მეტოქე ბელგრადის “პარტიზანი” იქნება, ფინალში ბერძენთა მძლეველი “ჟალგირისი” ცსკა-ს დაუპირისპირდება.