გიორგი შერმადინი იმ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რომელშიც “უნიკახამ” “მურსია” 78:67 დაამარცხა. ქართველ ცენტრს მატჩში საუკეთესო შედეგის დასაფიქსირებლად მხოლოდ 16:25 წუთი დასჭირდა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე ყოფნის პერიოდში 16 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან ექვსივე საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 17-ს უწია, რაც მალაგელთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ. შერმადინმა 5 პერსონალურის გამო სათადარიგოებში გადაინავლა, თორემ, სავარაუდოდ, უფრო შედეგიანიც იქნებოდა. რეი მაკალუმმა გამარჯვებულებს 14 ქულა შეაშველა, ხოლო კარლოს სუარესმა – 10.
“უნიკახას” 12 მოგების წილ 7 მარცხი აქვს და ანალოგიური შედეგის მქონე “ბარსელონასა” და “ბასკონიას” შორის, ცხრილში მე-4 პოზიციაზეა. შემდეგ მატჩს შერამინის გუნდი 10 თებერვალს, შენგელიას “ბასკონიასთან” გამართავს.
