გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის „ანდორამ“ ესპანეთისა და სრულიად ევროპის გრანდ „რეალთან“ მიმდინარე სეზონში მესამე ოვერტაიმი ითამაშა და ისევ დამარცხდა. ესპანეთის თასზე და რეგულარულ ჩემპიონატის 2 მატჩში ამ გუნდებს შორის შეხვედრის ძირითდი დრო ფრედ დასრულდა და მადრიდელებმა მხოლოდ ოვერტაიმში მოახერხეს გამარჯვება.
ასე იყო დღესაც – ესპანური ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში. „ანდორამ“ „რეალს“ უმასპინძლა და ძირითდი დროის ფრედ დასრულების შემდეგ დამატებით დროში 86:88 წააგო. დღვანდელი და ზემოთ ნახსენები კიდევ 2 შეხვედრის საუკეთესო მოთამააშე გიორგი შერმადინი გახდა. ქართელ ცენტრს მადრიდელები ვერ აჩერებენ, თუმცა ოვერტაიმში გურდურობისა და სპორტული იღბლის ხარჯზე გამარჯვებას აღწევენ.
შერმადინის დღევანდელი მატჩის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 29:05 წუთში 18 ქულა, 14 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 13-დან 8 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 27 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.. შერმადინს ყველაზე მეტად ოლივერ სტევიჩი (25) მიუახლოვდა, რომელმაც 16 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ხოლო ტანასის ანტეტოკოუნმპომ 13 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა (მას ტრიბუნაზე სახელოვანი ძმის – იანის ანტეტოკოუნმპოს სახით პერსონალური ქომაგი ჰყავდა).
აღსანიშნავია, რომ თამაშის მიმდინარეობისას ანდორელები მადრიდელებს 17 ქულითაც კი ჩამორჩებოდნენ, თუმცა, თითქმის შეუძლებელი შესძლეს, დასკვნით მეოთხედში სახელოვანი მეტოქე 23:9 გაანადგურეს და ოვერტაიმში მიზნამდე ცოტა დააკლდათ. მეორე ქართველ ლეგიონერს, ბექა ბურჯანაძეს ტრავმის გამო არ უთამაშია.
დღევანდელი მატჩი მომავალი პლეიოფის ერთგვარი რეპეტიცია გახლდათ, რადგანაც “რეალი” 25 მოგებითა და 7 მარცხით პირველ ადგილზე გავიდა, “ანდორამ” კი 16-16 მოგება-წაგებით ასპარეზობა მე-8 პოზიციაზე დაასრულა. შედეგად, ეს გუნდები ერთმანეთს მეოთხედფინალში შეხვდებიან.