შერმადინი, შენგელია და ბურჯანაძე ესპანური ლიგის MVP-ის ტიტულისთვის იბრძვიან

შერმადინი, შენგელია და ბურჯანაძე ესპანური ლიგის MVP-ის ტიტულისთვის იბრძვიან

საქართელოს ეროვნული ნაკრების წევრები ესპანეთის უმაღლესი ლიგის საუკეთესო კალათურთელის წოდებისთვის იბრძვიან. თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე და გიორგი შერმადინი ესპანეთის MVP-ის ტიტულისთვის მებრძოლ კანდიდატთ სიაში დაასახელეს. გულშემატკივრებს ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ Facebook-ზე, Twitter-სა და Instagram-ზე ჰეშთეგით #MVPMovistar და ოფიციალურ ვებგ-ვერდზე სასურველი კალათბურთელის სახელი და გვარით შეუძლიათ. ქართველი კალათბურთელების მხარდასაჭერად ყოველდღიურად სამ სოციალურ ქსელში #MVPMovistar Giorgi Shermadini, #MVPMovistar Beka Burjanadze, #MVPMovistar Tornike Shengelia დაწერაა საჭირო. ხმის მიცემა გუშინ დაიწყო და 13 მაისს, ღამის 2 საათზე. სოციალური ქსელი იქნება ერთ-ერთი სეგმენტი. საუკეთესოს გულშემატკივართან ერთად მოთამაშეები, მწვრთნელები და ჟურნალისტები გამოავლენენ.