შერმადინის 11 ქულა და მეოთხედფინალში გასული სანიკიძის “უნიკსი”

შერმადინის 11 ქულა და მეოთხედფინალში გასული სანიკიძის “უნიკსი”

ვიქტორ სანიკიძის „უნიკსი“ ევროთასის გათამაშების მეოთხედფინალში გავიდა. ქართველი ლეგიონერის არყოფნაში, რომელიც ნაოპერაციევ მხარს იშუშებს, ყაზანურმა გუნდმა გიორგი შერმადინის „კანტუს“ მოუგო. დღეს გამართულ მერვედფინალური სერიის მეორე მატჩში რუსუკმა კლუბმა იტალიურს 75:72 მოუგო და ორი შეხვედრის ჯამში 145:136 იმარჯვა.
პირველი მატჩი, რომელიც 1 კვირის წინ იტალიაში გაიმართა, ყაზანელებმა 70:64 მოიგეს და ნახევარფინალისკენ მორდილი ნაბიჯი გადადგეს. კანტუელებმა საპასუხო მატჩში ღირსეულად იბრზოლეს, თუმცა მარხის თავიდან აცილება ვერ შეძლეს.

იტალიურ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ცენტრი გახლდათ. შერმადინი სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 14:35 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგო. კანტუელთაგან შერმადინზე მეტი ივან ბუვამ (17 ქულა) და ჯეიმს ფელდეინმა (15) მოაგროვეს.
„უნიკსი“ მეოთხედფინალში კრასნოდარის „ლოკომოტივ-ყუბანს“ შეხვდება. სერია კვლავ ორმატჩიანი იქნება და შეხვედრები 17 და 24 მარტს გაიმართება.