შერმადინის 13 ქულა ბილბაოსთან და ნახევარფინალში გასვლის დაკარგული შანსი

შერმადინის 13 ქულა ბილბაოსთან და ნახევარფინალში გასვლის დაკარგული შანსი

ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგა გიორგი შერმადინის “იბეროსტარმა”, რომელმაც ფინალური ტურნირის ზედიზედ მე-3 მატჩი წააგო და 6-გუნდიან ჯგუფში საუკეთესო ორეულში მოხვედრის შანსი დაკარგა. 

შეგახსენებთ, რომ კუნძულელებმა საწყისი თამაშები უნიკახასთანა (70:83) და თორნიკე შენგელიას ბასკონიასთან (72:79) წააგეს, დღეს კი, ბილბაო ბასკეტსაც ვერ გაუმკლავდნენ – 70:78.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 19:03 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 7-დან 5 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ამერიკელ უკანახაზელ ნიკ ზეისლოფტს ჩამორჩა, რომელმაც 6 სამქულიანი ჩააგდო და თავი 22 ქულას მოუყარა.

იბეროსტარ ტენერიფე 3 წაგებით ა ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება და ვალენსიაში მიმდინარე მინი-ტურნირზე კი კიდევ 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 23 ივნისს – ხუვენტუტთანა და 25-ში – ბარსელონასთან.