შერმადინის 13 ქულა “ირაკლისს”

გუშინ ათენის „პანათინაიკოსმა“ საბერძნეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში 99:63 დაამარცხა „ირაკლისი“ და ცალი ფეხით ფინალში შეაბიჯა.
ამ შეხვედრაში თავი გამოიჩინა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 13 ქულას მოუყარა თავი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მატჩში „პანათინაიკოსის“ სამივე ცენტრმა იყოჩაღა – მაიკ ბატისტმა შერმადინის დარად 13, ხოლო ნიკოლა პეკოვიჩნა 14 ქულა მოაგროვა.
 

შერმადინი “ირაკლისის” კალათში ბურთს ტენის