შერმადინის 13 ქულა ვალენსიაში მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა

შერმადინის 13 ქულა ვალენსიაში მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა

ესპანეთის ჩემპიონატში გაიმართა მატჩი, რომელიც ნოემბერში უნდა გამართულიყო მე-6 ტურის ეგიდით, მაგრამ ვალენსიაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო გადაიდო. ლაპარაკია ვალენსიასა და ლაგუნა ტენერიფეს მატჩზე, რომელიც სტიქიის დროს გადაიდო და 13 დეკემბერს ჩატარდა.

ამ მატჩის მოგებულს ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერობა ერგებოდა. ვალენსიაც და ტენერიფეც ცხრილის სამეულში იყვნენ და ამ გადადებული მატჩის ლიდერობა პირველობას უნაღდებდა. სამწუხაროდ, შერმადინის გუნდმა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა და პირველზე ვალენსიამ გადაინაცვლა, რომელმაც შეხვედრა 96:81 მოიგო.

გიორგი შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ასპროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა: 4/4 ორქულიანი, 5/5 საჯარიმო. 21 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. 21 ქულით „ტენერიფეს“ ბომბარდირი მარსელინიო უერტასი გახდა.

ტენერიფელები მომდევნო მატჩს 15 დეკემბერს „ხუვენტუდთან“ გამართავენ.