შერმადინის 14 ქულა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან

შერმადინის 14 ქულა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან

გიორგი შერმადინის გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. „მორაბანკ ანდორამ“ „სარაგოსას“ უმასინძლა და ანგარიშით 91:81 დაამარცხა. შერმადინისთვის „სარაგოსა“ უცხო გუნდი არაა. ამ კლუბში ქართველი ცენტრი 3 წლის წინ ვიქტორ სანიკიძესთან ერთად თამაშობდა.
23:30 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ. ანდორელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდეს სერბმა ლუკა ბოგდანოვიჩმა და მაკედონიელმა ვოიდან სტოიანოვსკიმ. პირველმა 20 ქულა ჩააგდო, მეორემ კი – 19.
„ამდორა“ 9 მოგებითა და ამდენივე მარცხით ცხრილში მე-8 ადგილზეა.