გიორგი შერმადინმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და დღევანდელ მატჩში თავის გუნდ „მორაბანკ ანდორაში“ საუკეთესოც იყო, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში „ანდორა“ სტუმრად „მურსიას“ შეხვდა და მიუხედავად ქართველი ლეგიონერის კარგი თამაშისა, დაძაბულ ბრძოლაში – 72:76 დამარცხდა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე ყოფნა კი 21:23 წუთს ოუწია. ამ ხნის განმავლობაში გიორგიმ 6-დან 3 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. ანდორელთა ქართველმა ცენტრმა საბოლოოდ 15 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა, რამაც მის გუნდში საუკეთესო შედეგი შეადგინა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 ერთეული შეადგინა, ხოლო ანდორელი ტომას შრეინერისამ – 12. ამ უკანასკნელმა 30 წუთში 13 ქულა და 3 მოხსვა მოაგროვა.
მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი ფრედ – 32:32 დასრულდა. ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები 4 ქულით იგებდნენ და ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. მურსიელებმა მოახერხეს და ფრედ დასრულებული ბოლო მეოთხედის შემდეგ 4-ქულიან გამარჯვებას მიაღწიეს. მასპინძლებს ფაკუ კამპაცომ ულიდერა, რომელმაც 16 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მიითვალა.
3 მოგებითა და 5 მარცხით „ანდორა“ ცხრილში 11-14 ადგილებს იყოფს. მორიგ მატჩს შერმადინის გუნდი 5 დეკემბერს, შინ სან სებასტიანის „“რეტაბეტთან“ გამართავს.