გიორგი შერმადინის “ტენერიფე იბეროსტარმა” ესპანეთის ჩემპიონატში ისევ იმარჯვა და ლიდერთა შორის ადგილი გაიმყარა. 8 მატჩის შემდეგ შერმადინის გუნდს 7 მოგება აქვს და ცხრილში მხოლოდ 10-დან 10 მოგების მქონე “ბარსელონას” ჩამორჩება.
ტენერიფელებმა მორიგი შეხვედრა ბეტისთან ჩაატარეს და 77:73 მოიგეს, ქართველი ცენტრი კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 20:56 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
8-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს ჩამორჩა, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო.
იბეროსტარ ტენერიფე მხოლოდ მადრიდის რეალს ჩამორჩება, რომელსაც ლიგა ენდესაში 10-ვე მატჩი მოგებული აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 12 ნოემბერს, სტუმრად, მანრესასთან ჩაატარებს.