შერმადინის 17 ქულა 14 წუთში

შერმადინის 17 ქულა 14 წუთში

გიორგი შერმადინი შედეგიან თამაშს აგრძელებს. მან ამჯერად ევროთასის მატჩში ისახელა თავი, როცა სულ რაღაც 14 წუთში 17 ქულა ჩააგდო. “უნიკახამ” ევროთასის D ჯგუფში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. მალაგელები მონტენეგროს წარმომადგენელ “მორნარ ბარს” დაუხვდნენ და მეტოქე 111:76 გაანადგურეს.

გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და მართალია, მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, პარკეტზე მხოლოდ 14:24 წუთი გაატარა, მაინც საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ქართველმა ლეგიონერმა 10-დან 8 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 19 ქულას 4 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა. შერმადინს ერთხელ დაუფარეს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

შედეგად, ჩვენებური სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ფინელ თანაგუნდელ სასუ სალინს (25) ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულას 7 მოხსნა წაამატა.
ესპანურმა გუნდმა 8 ტურში 7 მოგება მოაგროვა და ჯგუფს რუსულ “უნიკსთან” ერთად ლიდერობს, რომელსაც უკვე სანაკრებო პაუზის მერე, 12 დეკემბერს, ყაზანში ეთამაშება.