მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადნმა, რომლის გუნდსაც ბარსელონაში კატალონიური გრანდის დამარცხებამდე ცოტა დააკლდა. „ანდორა“ ბოლომდე ებრძოლა „ბარსელონას“ და საბოლოოდ 5 ქულით – 79:84 დამარცხდა.
ანდორელთაგან საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი. ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 23 წუთი დაჰყო. შერმადინმა 10-დან 6 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. საბოლოოდ მის ანგარიშზე 17 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. გიორგი 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 1-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი ბარსელონელები 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
შერმადინის კვალზე შედეგიანად ითამაშა ანდორელმა ბენიტო გომესმა, რომელმაც 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. „ბარსელონაში“ 17-17 ქუით საუკეთესოები იყვნენ სტრატოს პერპელოღლუ და პაუ რიბასი. ხუან კარლოს ნავარო 9 ულას დასჯერდა, ტომაშ სატორანსკი – ოთხს.
9 მოგებითა და 10 წაგებით შერმადინის გუნდი მე-9 ადგილზე იმყოფება. მორიგი მატჩი ანდორელებს 13 თებერვალს, შინ „ტენერისესთან“ უწევთ.