შერმადინის 22 ქულა, დამარცხებული ლიდერი და პლეი ოფის საგზური

შერმადინის 22 ქულა, დამარცხებული ლიდერი და პლეი ოფის საგზური

გიორგი შერმადინის დიდებული თამაშის წყალობით, “მორაბანკ ანდორამ” “ვალენსია” 89:84 დაამარცხა და ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეიოფში თამაში გაინაღდა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27:23 წუთში 22 ქულა, 10 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 11-დან 8 ორქულიანი და 7-და6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შერმადინი ორივე გუნდის რიგებში ერთადერთი იყო, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 32-ს გაუტოლდა. შედეგად, ქართველი ლეგიონერი მატჩის უძვირფასესი მოთამაშე ხომ გახდა და დიდი შანსია, ტურის საუკეთესოს ტიტულსაც გამოჰკრას ხელი. ანდორელთა მე-2 ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე მასპინძელთა განაცხადში იყო, თუმცა, როგორც სჩანს, მცირე ტრავმა აწუხებს და მწვრთნელმა მისი მოედანზე გაყვანა არ გარისკა. “მორაბანკ ანდორამ” 16 მოგება და 14 მარცხი მოაგროვა და ჩემპიონატის ფინიშამდე 2 ტურით ადრე, 2 გამარჯვებით გაასწრო უშუალო კონკურენტ “ბილბაო ბასკეტს”, რომელიც სტუმრად “იბეროსტარ ტენერიფესთან” 76:80 დამარცხდა.