თელ ავივის „მაკაბიმ“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი შერმადინი იცავს, საფრანგეთში „შალონი“ დაამარცხა. თეავიველებმა მასპინძლებს შანსი არ დაუტოვეს და საბოლოოდ 29 ქულის სხვაობით – 90:61 გაანადგურეს.
ქართველმა ცენტრმა 12,33 წუთი ითამაშა და 3 ქულასთან ერთად 5 მოხსნა მიითვალა. ეს იყო შერმადინის ერთ–ერთი ყველაზე უშედეგო თამაში „მაკაბიში“. საქართველოს ნაკრების წევრმა 3–დან 1 ორქულიანი და 5–დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და მის სროლას ამდენჯერვე დაუფარეს.
„მაკაბიში“ ბომბარდირობა ტრადიციულად დევიდ ლოგანს ერგო, რომელმაც 17 ქულა მოაგროვა. 15 ქულით დაასრულა მატჩი შონ ჯეიმსმა, ხოლო ლიორ ელიაჰუს 14 ჰქონდა. დამარცხებულებში ათქულიანი ზღვარი ორმა კალათბურთელმა დასძლია. შელდენ უილიამსმა და ბრაიონ რაშმა 12–12 მიითვალეს.
„მაკაბის“ სამი ტურის შემდეგ 3 გამარჯვება აქვს და B ჯგუფს ლიდერობს. დღეს ევროლიგაში კიდევ 2 ქართველი ითამაშებს. მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუ“ რუსულ „ხიმკის“ უმასპინძლებს, ხოლო ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ მალაგაში „უნიკახას“ შეხვდება.
შერმადინმა თამაშიდან ჩაგდებული ერთადერთი ბურთი ჩატენა
A ჯგუფი
ფებერბაჰჩე – რეალი 75:83
Bჯგუფი
შალონი – მაკაბი 61:90, პროკომი – ალბა 77:66
C ჯგუფი
მილანი – კახა ლაბორალი 85:95, ოლიმპიაკოსი – ჟალგირისი 61:79
D ჯგუფი
ცსკა – ბამბერგი 76:67, ლიტუვოს რიტასი – პარტიზანი 69:61, ბარსელონა – ბეშიქთაში 72:60