შერმადინის 4 ქულა 2 წუთში

საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „პანათინაიკოსმა“ სტუმრად „მარუსი“ 82:68 დაჯაბნა. გიორგი შერმადინს ამ შეხვედრის ბოლოს მიეცა თავის გამოჩენის შანსი. მას მოედანზე მატჩის ბოლო 1,48 წუთი მოუწია ყოფნამ და ქართველმა ცენტრმა 3 ცდიდან 2 ორქულიანის ჩაგდება და 1 ფარიდან ასხლეტილი ბურთის მოხელთება მოასწრო.
„პანათინაიკოსი“ ინარჩუნებს პირველობას. შერმადინის გუნდს უმთავრეს კონკურენტ „ოლიმპიაკოსთან“ 1–ქულიანი უპირატესობა აქვს.