შერმადინის 4 ქულა და პულენი ორმაგი დუბლის ზღვარზე

შერმადინის 4 ქულა და პულენი ორმაგი დუბლის ზღვარზე

ისრაელშ მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს გიორგი შერმადინის „მაკაბიმ“ და ჯეიკობ პულენის „ჰაპოელმა“. თელავიველებმა თანაქალაქელ „ჰაპოელს“ უმასპინძეს და ანგარიშით 91:72 დაამარცხეს, ხოლო პულენის გუნდმა სტუმრად გაიმარჯვა. იერუსალიმის „ჰაპოელი“ რიშონში „მაკაბის“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 86:81 დაამარცხა.
 

 
ტრავმის შემდეგ ქართველ ცენტრს მცირე სათამაშო დროს უთმობენ. ამჯერად შერმადინმა მხოლოდ 4 წუთს ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა „ჰაპოელის“ კალათს ორჯერ შეუტია და ორჯერვე ზუსტად.
მაკაბელებს ლიორ ელიაჰუმ 20-ით და რიკი ჰიკმანმა 15 ქულით ულიდერეს. ამ გამარჯვებით თეავიველებმა ლიდერობა განიმტკიცეს. შერმადინის გუნდს 8 მოგება და  მარცხი აქვს. 4 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს მე–7 საფეხურზე მყოფ ჯეიკობ პულენის „ჰაპოელს“, რომელმაც ამ ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
 

 
პულენმა რიშონში მოედანზე 29 წუთი დაჰყო და იერუსალიმელებს 17 ქულა, 9 პასი, 1 ჩაჭრა და 1 მოხსნა შესძინა. მას ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. პულენის სარგებლიანობის კოეფიციენტი მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო.
პულენის გუნდი მორიგი ტურის მატჩს 9 დეკემბერს, შინ ჰაიფას „მაკაბისთან“ გამართავს.