შერმადინის 4 ქულა ევროლიგაში

გუშინ ევროლიგაში „პანათინაიკოსმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა პოლონური „პროკომის წინააღმდეგ (74:66), ბერძნული გუნდის ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა კი მხოლოდ 4 წუთი ითამაშა და 2 ქულის მითვლა მოახერხა.
ეს გახლდათ ევროლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტური. „პანათინაიკოსს“ მომდევნო ეტაპზე გასვლა კარგა ხანია დაბევებული აქვს, თუმცა ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძვის, რაშიც ბერძნულ გრანდს ესპანური სამეფო კლუბი – მადრიდის „რეალი“ ეცილება.
ორივე გუნდს 7 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს, თუმცა პირადი შეხვედრების გათვალისწინებით მადრიდელები პირველ ადგილზე არიან. ბოლო ტურში, რომელიც 13 იანვარს გაიმართება, „პანათინაიკოსი“ გერმანულ „ოლდენბურგს“ სტუმრობს, „რეალს“ კი მძიმე მატჩი ელის იტალიაში „არმანისთან“.
რაც შეეხება შერმადინის გარჯას, ქართველ ცენტრს თამაშიდან არ შეუტევია. მასზე 2–ჯერ დაჯარიმდნენ, შესაბამისად, საჯარიმოს სროლა 4–ჯერ მოუწია და 2 მათგანი მიზანში გაარტყა. სხვა სტატისტიკური მაჩვენებელი 1 დაკარგვის გარდა შერმადინის სახელზე მატჩის ოქმში არ დაფიქსირებულა.